რუსი მეღვინეები საქართველოდან იმპორტირებულ ღვინოზე შეღავათიანი რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ

რუსი მეღვინეები საქართველოდან იმპორტირებულ ღვინოზე შეღავათიანი რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ

“რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია” მთავრობას, რუსული ბაზრის დასაცავად ზომების გაძლიერების მოთხოვნით მიმართავს. როგორც “რია ნოვოსტი” წერს, ასოციაციას NATO-ს ქვეყნებიდან იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესება სურს.

ამასთან, “რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის” აღმასრულებელი მდივნის, ალექსეი პლოტნიკოვის განცხადებით, მეღვინეებმა ხელისუფლებას საქართველოდან სხვადასხვა სახის ღვინის იმპორტისთვის შეღავათიანი რეჟიმი გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.

საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემთხვევაში, ქართველი ექსპორტიორები იმპორტის გადასახადს არ იხდიან. რუსეთის ხელისუფლებას რუსმა მეღვინეებმა ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვით 2023 წლის ზაფხულშიც მიმართეს.

რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2023 წელს ღვინის ექსპორტის თითქმის 66% რუსეთზე მოდიოდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში გაყიდული ღვინის თითქმის 80% რუსეთზე მოდის.

მსგავსი სიახლეები

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურში, მდინარე მტკვარზე 14-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, ჰიდროელექტროსადგურის – „ოსიაური ჰესის“ – მშენებლობა იგეგმება. პროექტის შესახებ გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე გარემოზე ზემოქმედების კვლევა უკვე გამოქვეყნდა.…
“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

“ნენსკრა ჰიდრომ” 2023 წელი ₾16 მილიონიანი ზარალით დაასრულა

სს „ნენსკრა ჰიდრომ“ 2023 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია კომპანიის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო გეგმები. ფინანსური შედეგები 2023…
“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება” – სოლომონ პავლიაშვილი

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ…

“ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს…